მძღოლების აქცია

ორთაჭალაში, მძღოლების საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ორთაჭალაში, მძღოლების საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს. ავტოსადგურის მეპატრონემ სამართალდამცავებს მოუწოდა, აქციის მონაწილეებს დაეტოვებინათ მიმდებარე ტერიტორია. ამის შემდეგ, მძღოლებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, აქციის მონაწილე ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები თურქული კომპანია "მეტროს" შიდა სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას ითხოვენ. მათი თქმით, "მეტრო" დაბალი ტარიფით ახორციელებს შიდა რეისებს საქართველოს მასშტაბით, ჩვენ მათ კონკურენციას ვერ ვუწევთ". 

კომენტარები