მძღოლების აქცია

ქართული ოცნების ოფისთან სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა თავის დაწვა სცადა

ქართული ოცნების ოფისთან რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია მიმდინარეობს. ისინი პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ გაუქმდეს მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რადგან გამარჯვებული კომპანია მგზავრებს საკუთარი სამარშრუტო ტაქსებით უნდა მოემსახუროს. მძღოლების თქმით, გამარჯვებული კომპანია ინტერტრანსი კახა კალაძეს უკავშირდება.

"ქალაქის ხელმძღვანელობამ შეგვიყვანა შეცდომაში, მანქანები გამოგვაცვლევინეს, გვაყიდინეს 2000 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანები, ე.წ. სპრინტერები, რომლის საბაზრო ფასი 25 000 დოლარიდან იწყება და ახლა გვეუბნებიან, რომ ეს მანქანები კომფორტულები არ არისო", -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, მძღოლები შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

კომენტარები