არაფორმალური მმართველობა

სააკაშვილი: საქართველოს მთავრობა არის ზვიგენებთან მოთამაშე რუსი ოლიგარქი

ეს არ არის საქართველოს მთავრობა, ვინც არ უნდა იყოს, კვირიკაშვილი, ქიბროწაშვილი და სხვა. საქართველოს მთავრობა არის ის ზვიგენებთან მოთამაშე ხეგლეჯია ძალიან არადალაგებული რუსი ოლიგარქი. ის არის მმართველი და რაც საქართველოს სჭირს არის მისი შედეგები. არამხოლოდ იმიტომ რომ რუსებმა დაავალეს ეს, ცხადია მას რუსებმაც დაავალეს. ივანიშვილს ყველაფერი არასწორად აქვს მოწყობილი. ეს პორნოკრატიაც მისი შედეგია, გაჩერებული ლაზიკა მისი შედეგია, გაჩერებული ბათუმის ტექნოლიგიური უნივერსიტეტიც მისი შედეგია. ბინებად გაყიდეს ეს უნივერსიტეტი, რაზეც მაქვს რევანშის განცდა, როგორც კი ესენი მოშორდებიან ბათუმის უნივერსიტეტი უნდა გამოვისყიდოთ, შევაჩეროთ ბინებად მისი დაშლა და მინდა ხალხსაც მოვუწოდო ნუ იყიდიან იქ ბინებს, რადგანაც ეს შენობა არის უნივერსიტეტის, არ მინდა ვინმე დაზარალდეს. იქ უნდა გაკეთდეს ნამდვილი კარგი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სადაც გაიზრდებიან პროფესიონალები, აი ეს ნამდვილად მინდა გავაკეთო. დანარჩენი ყველაფერი კი ახლებურად უნდა გაკეთდეს. როგორც რუსთავი 2 ვერ აიღო ისე არჩევნებს ვერ გააყალბებს, არჩევნების გაყალბებას სჭირდება კიდევ ძალოვანი ელემენტი, რომელშიც შენი ფულის გარდა კიდევ რამე მოტივირებს. და ის ფულსაც არ ხარჯავს. ერთხელ წინასაარჩევნოდ დახარჯული ფული სულ სხვა არის და მეორედ იგივე მდინარეში ვერ შეხვალ. ივანიშვილის ფენომენი არის ერთჯერადი როგორც წითელა და მეორედ არ გემართება. 

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი P.S.-სთან მიცემულ ინტერვიუში საქართველოში არაფორმალური მმართველობისა და შეჩერებული რეფორმების შესახებ.

კომენტარები