სირიის კონფლიქტი

სირიაში სამთავრობო ძალების მხრიდან ავიათავდასხმებს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ადამიანთა უფლებების მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, სირიის ქალაქ ალეპოში, ასადის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დიდი რაოდენობით - დაშავდა. დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

ბრიტანული ჯგუფის თქმით, მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის გაზრდა. დაშავებულთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სირიის ქალაქი ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი 2012 წლიდან ამბოხებულებს აქვთ დაკავებული, დასავლეთი კი - სამთავრობო ძალებს.

კომენტარები