პრინსი

პრინსი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

AFP

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი პრინსი, მინესოტაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

57 წლის მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ცნობას, მისი აგენტი ადასტურებს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.

პრინსის პოპულარობამ პიკს 80-იან წლებში მიაღწია. მისი ყველაზე წარმატებული მუსიკალური ალბომებია: 1999, Purple Rain და Sign O' the Times. კარიერის მანძილზე მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.

კომენტარები