ყოფილი პოლიციელების საქმე

ყოფილი პოლიციელები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ყოფილი პოლიციელები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ნიკა ალიხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს 5000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შესახებ არ დააკმაყოფილა.

პატრულის ყოფილ თანამშრომლებს უკანონო დაკავებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან. ყოფილი პოლიციელები კი საქმის ფალსიფიცირებაში თავად საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, სისხლის სამართლის წესით დაკავება, რომელზეც სამართლწარმოება დაიწყო, სხვა ეკიპაჟმა განახორციელა.

საქმის არსებითი განხილვა 31 მაისს ჩაინიშნა.

კომენტარები