არჩევნები 2016

თოფაძე: არ გამოვრიცხავთ პატრიოტთა ალიანსთან გაერთიანებას

ჩვენ დღესდღეისობით ვცდილობთ, რომ მარტომ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა პატრიოტთა ალიანსს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ძალიან ობიექტური ტელევიზია შექმნეს, განსხვავებით სხვა ტელეარხებთან, პოზიცია უჭირავთ პროქართული და მათგან მე პატივს ვცემ ძაან თარხან-მოურავსაც, ქალბატონ ირმასაც. არც გამოვრიცხავ [გაერთიანებას], მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორ განვითარდება. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმდენი უპირატესობა, შეიძლება, ბევრთან, რომ ჩვენ ყველა საარჩევნო უბანში გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, ეს არის 3700 კაცი, ყველა საოლქოში გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, დამკვირვებლები გვყავს ყველა უბანზე. ნუ, გვაქვს ისეთი იმედი, რომ საკმაოდ გამოცდილი ხალხი გვყავს, რომ არავინ არ გააყალბებს, თუმცა არ გამოვრიცხავ. ვნახოთ, პოლიტიკური სიტუაცია როგორ განვითარდება. არ გამოვრიცხავთ არავისთან ალიანსს.

კომენტარები