კოჯორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსთავი ორი ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გვამი ჩამარხულ კასრში აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, საქმე 2014 წელს მომხდარ დანაშაულს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.