წინასაარჩევნო გარემო

კვაჭანტირაძე ნაციონალურ მოძრაობაზე: "Turmanidzeენდიაი" მალამო ვერ გიშველით

 გახსოვთ ალბათ, სულხან საბა ორბელიანს აქვს ერთი იგავი - "მაოხრებელი გზირი" ქვია, როცა გაბოროტებული კაცი იმაზე ფიქრობს, გარდაცვალების შემდეგაც რამენაირად ავნოს სოფელ-ქვეყანას. კანდელაკს არა მარტო დღვანდელი, არამედ მისი საერთო პათოსის გამო მოურიდებლად შეიძლება ვუწოდოთ მაოხრებელი გზირი, რომელიც სულ იმის მცდელობაშია, რითი გაუტეხოს სახელი და ჩირქი მოსცხოს ქვეყანას. დღემდე კანდელაკის ვიწრო სპეციალიზაცია იყო ყველა გამოსვლაში და ყოველდღიურ მეილებში ეძაგებინა ბიძინა ივანიშვილი. ახლა მისი სამიზნე ბიძინასთან ერთად პრემიერ მინისტრი გიორგი გვირიკაშვილიც გახდა, პრემიერი, რომელმაც საზოგადოების საყოველთაო ნდობა და პატივისცემა ძალიან მოკლე დროში მოიპოვა და თვით ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსაც კი უჭირთ არ აღიარონ მისი საქმისადმი ერთგულება, კონსტრუქციულობა, კომუნიკაბელურობა, განათლება და პატიოსნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეეგუოს ნაცმოძრაობის შემორჩენილი თავგადადებული ბოლშევიკი- აქტივისტები, რომ მათ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი არაერთი უმსგავსობისთვის და დანაშაულისთვის უთხრა უარი. ხომ იცით, რომ თავს იტყუებთ.... ვერც "Turmanidzeენდიაი" მალამო გიშველით და ვერც პარლამენტში ბოლო დროს მომეტებულად ხმამაღალი გამოსვლები, რაშიც აშკარად ერთმანეთს ეჯიბრებით და თავს აწონებთ. მე მაინც გირჩევთ მაოხრებელი გზირის როლიდან გამოხვიდეთ. ის, რასაც თქვენ ჩადიხართ დიდი სირცხვილია. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ, გიორგი კანდელაკის ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე გაკეთებულ განცხადებებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კომენტარები