NATO-საქართველო

ხიდაშელი: მე არ ვითხოვ MAP-ს

არ მგონია, რომ ვინმესთვის საიდუმლო იყოს ჩემი პოზიცია, პასუხი - მე არ ვითხოვ MAP-ს. ესეც იმ ოპერიდან არის - არ ვიცი რამდენჯერ უნდა ვთქვა ერთი და იგივე. საქართველო ვარშავის სამიტზე ითხოვს წევრობას. გავხდებით თუ არა NATO-ს წევრები, მივიღებთ თუ არა მოწვევას, ეს გადაწყდება NATO-ს წევრი 28 სახელმწიფოს ერთობლივი გადაწყვეტილებით. ეს არის ორგანიზაცია, სადაც ყველა ხმას თანაბარი ძალა აქვს და კონსესუსით მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ ვითხოვთ წევრობას, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ წამოვიღებთ ვარშავიდან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაკმაყოფილებელი, თუ ის თვისობრივად შეცვლის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი მთავარი ამოცანა არის ორმაგი - ერთი, საქართველო სწრაფად გახდეს NATO-ს წევრი და მეორე, NATO-ს წევრობით ან მის გარეშე, დღეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გამყარდეს იმგვარად, რომ უფრო მეტი დამაჯერებლობა შეიძინოს ყველა ჩვენმა განაცხადმა, პროექტმა და ქვეყნის უსაფრთხოებამ, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის კეთილდღეობაზე.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვარშავის სამიტის შესახებ.

კომენტარები