როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, როცა ჩვენ ვფიქრობთ ხალხზე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისი, რომ ჟამი ახლოს არს, ჟამი მოახლოებულ არს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ რათა სულიერად განვიწმინდოთ გონება. საოცარი ის არის რომ ადამაიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა. საოცარი ის არის რომ ცოდვა, თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის. ამასთან, საკვირველი ის კი არ არის რომ ადამიანი ეცემა, საკვირველი ის არის, რომ მას აქვს უნარი მოიკრიბოს ძალა და განთავისუფლდეს ცოდვებისაგან.
tbl.ge/1339
დაკოპირდა

ეს განცხადება საქართველოს კათალოკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას გააკეთა
ამავე თემაზე
- ილია მეორე: სიკეთესთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი უდიდეს საფრთხესაც შეიცავს
- ილია II: თუ პატიმარი გამოსწორების გზაზეა, შეიძლება პატიმრობა უვადო არ იყოს
- ილია მეორე: უმრავლესობის უფლებები უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობის
- ტყის განაშენიანების ფონდს პრემიერმინისტრის მეუღლე უხელმძღვანელებს
- ილია მეორე - ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომა დამიშვია




