ილია მეორეს განცხადება

ილია მეორე: უმრავლესობის უფლებები უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობის

ილია II

მოსახლეობის უმრავლესობა ხშირად უფრო დაჩაგრულია, ვიდრე  უმცირესობა, - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მოსახლეობის უმცირესობის უფლებების დაცვაზე, თუმცა იშვიათად ფიქრობენ, რომ დაცვა უმრავლესობასაც სჭირდება. "ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ პასუხისმგებლობაზე და ყურადღებას ვამახვილებთ უფლებებზე. უფლებები კარგია, საჭიროა და ისინი დაცული უნდა იყოს, მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს. ძალიან ხშირად საუბრობენ მოსახლეობის უმცირესობის უფლებების დაცვაზე და იშვიათად ფიქრობენ, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობა უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა" - განაცხადა პატრიარქმა.  

ილია მეორეს თქმით, ახალგაზრდობა ნაკლებად ფიქრობს პასუხისმგებლობაზე და თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობ და მათ არ უნდა დაავიწყდეთ ღვთის, ოჯახისა და სამშობლოსადმი პასუხისმგებლობა.  

 

 

 

კომენტარები