თსუ 16

"თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს!"

 სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი, ძალიან საჭირო მოთხოვნები. მე ყურადღებით მოვისმინე, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ. შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულ ფორმებზე, თუ რა სახით იქნება, კიდევ ერთად შევთანხმდებით. შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ და მე პირადად ჩავერთვები, განათლების კანონის შემუშავებაში. შემდეგი კვირის მეორე ნახევარში დავთქვით შემდეგი შეხვედრა, სადაც უკვე სამუშაო ატმოსფეროში გვექნება საუბარი დაფინანსების პრინციპებზე, განათლების სისტემის კრიტერიუმებზე, სტრუქტურაზე და ა.შ. ასევე, თვითონ უნივერსიტეტებში მმართველობითი ორგანოების სტრუქტურებზე და ყველაფერ ასეთ მტკივნეულ საკითხზე ჩვენ აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ. ზოგი რაღაცა შეიძლება მათ გაიგონონ ჩვენი, ზოგს ჩვენ მოვუსმენთ და გავიგონებთ.

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები