ახალი პოლიტიკური ცენტრი

თბილისის საკონცერტო დარბაზში ახალი პოლიტიკური ცენტრის ყრილობა მიმდინარეობს

ტაბულა

თბილისის საკონცერტო დარბაზში ამ წუთებში ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის ყრილობა მიმდინარეობს. პოლიტიკური გაერთიანება შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის გეგმებს აცნობს.

ყრილობის დაწყებამდე გირჩის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა. მან სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა გამორიცხა და თქვა, რომ პარტია დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

"ამ წუთში თანამშრომლობა არც ერთ სხვა პოლიტიკური სუბიექტთან არ იგეგმება. ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის არსი იყო ის, რომ შემოგვეყვანა ახალი ადამიანები პოლიტიკაში და არ გვეთანამშრომლა მაინცდამაინც იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც 25 წელი ხან ხელისუფლებაში არიან, ხან ოპოზიციაში,"-თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები