არჩევნები 2016

კალაძე: ვფიქრობ, იქნება შეთანხმება და 8 ივლისიდან დაიწყება საარჩევნო კამპანია

პრემიერმა ძალიან კარგი განმარტებები გააკეთა გუშინ, მთავრობის სხდომაზე. თუმცა, პრეზიდენტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა, თქვენ იცით, რომ ამას მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმების შედეგად, და შესაბამისად, იქნება მიღებული და გაკეთებული გადაწყვეტილება, რომ რვა ივლისიდან დაიწყება საარჩევნო კამპანია. დაპირისპირებას ვერ ვხედავ, მე ვფიქრობ, თავიდან იყო გაუგებრობა, შეიძლება, ჩვენი მხრიდან, კანცელარიის მხრიდან იყო არასწორად მიწოდებული ინფორმაცია. ეს არ უნდა გავხადოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშად, რაღაც ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომად.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე საარჩევნო თარიღზე.

კომენტარები