არჩევნები 2016

ბერძენიშვილი პრეზიდენტზე: არ მგონია, ამ სისულელეს პრემიერმა მხარი დაუჭიროს

პრეზიდენტი ამ საკითხში დაიბნა. მისი თანაშემწეები, მეგობრები და აპარატი იმის მაგივრად, რომ არკვევდნენ საკითხში, კიდევ უფრო აბნელებენ სიტუაციას. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გაერკვევა. რაც შეეხება კონტრასიგნაციას, მე არ მგონია, პრემიერმა მხარი დაუჭიროს იმ სისულელეს, იმ წარმოდგენებს, რაც მას [პრეზიდენტს] აქვს, რომ ხუთი თვით ადრე დაიწყება საარჩევნო კამპანია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ გავერკვევით. ცუდია, რომ პრეზიდენტმა კონსულტაციებს არ მიმართა მანამდე და ახლა ცდილობს, სახე შეინარჩუნოს.

 

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი საარჩევნო თარიღზე.

კომენტარები