არჩევნები 2016

სესიაშვილი: პრეზიდენტს სარეზერვო ფონდის ფული საკუთარი ჯიბის ნუ ჰგონია

როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მზად არის, საარჩევნო ფინანსებს შეეხიდოს, ეს ცოტა არასერიოზული განცხადებაა. პრეზიდენტს სარეზერვო ფონდის ფული საკუთარი ჯიბის ნუ ჰგონია. სარეზერვო ფონდი, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია, შექმნილია იმისთვის, რომ თანხები განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში იყოს გამოყენებული, რაც ძირითადად სტიქიურ უბედურებებს უკავშირდება. ის დღეს გამოვიყენოთ და ღმერთმა დაიფაროს, რაღაც მოხდეს, მერე პრეზიდენტმა უნდა გვითხრას, რომ ფული არ აქვს, რადგან არჩევნები ხუთი თვით ადრე დანიშნა და საარჩევნოდ დახარჯა?! ასეთ მიდგომაში არასერიოზულ და ცოტა უპასუხისმგებლო მიდგომასაც ვხედავ. სამი თვე არის ნორმალური, ჯანსაღი და სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ პარტიებმა ამომრჩეველს საკუთარი გზავნილი მიუტანონ და კანონით მინიჭებული საშუალებები გამოიყენონ.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში, საარჩევნო თარიღზე.

კომენტარები