კრიმინალი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაადურ ც. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სენაკში დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ATMACA-2004-LIGT"-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2016 წლის 23 მარტს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - „ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა ბაადურ ც-ს დეიდის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 , მე-3 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები