არჩევნები 2016

ალასანია: პრეზიდენტმა და პრემიერმა სწრაფად უნდა ჩააბარონ წარსულს ეს უხერხულობა

მიუღებელია ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ. არაერთხელ აღვნიშნე, რომ როდესაც ორი პოლიტიკური ლიდერი აცხადებს გარკვეულ თარიღს არჩევნებთან დაკავშირებით, აქ უფრო მეტი შრომა უნდა ჩაედოთ აპარატებს, იმ ადამიანებს, ვისაც სამართლებრივი მხარე უნდა შეემოწმებინათ. ახლა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, ადრე იყოს გარკვეული არჩევნების თარიღი და რაც ადრე დაიწყება კამპანია, მით უკეთესია პოლიტიკური ძალებისთვის, რომ მოემზადონ და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია და შემდეგ ხალხმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. ჩემი აზრით, ახლა პრემიერსაც და პრეზიდენტსაც მოუწევთ უფრო ახლო თანამშრომლობა ერთმანეთთან. უნდა შედგეს კომუნიკაცია და რაც შეიძლება სწრაფად ჩააბარონ წარსულს ეს უხერხულობა, რომელიც ორივეს შეექმნა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია არჩევნების თარიღზე. ცნობისთვის, დღეს პრემიერმა არჩევნების შესახებ განკარგულება პრეზიდენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნა და სთხოვა, დოკუმენტი კონტრასიგნაციისთვის ივლისში გამოუგზავნოს. პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ახალ აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს.

კომენტარები