არჩევნები 2016

ნიშნიანიძე არჩევნების თარიღზე: პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს

მე მგონი, პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს. მთავრობამ უკეთესად იცის - რამდენი აქვს და რა შესაძლებლობა აქვს [საარჩევნო კამპანიისთვის]. ამიტომაც, მე მაინც გამართლებულად მიმაჩნდა, რომ არათუ როგორც აფრე ხდებოდა - ორი თვით ადრე დაგვეწყო საარჩევნო კამპანია, არამედ სამი თვით ადრე დაგვეწყო და პრემიერმინისტრმაც ეს თავისი პოზიცია გამოხტა ნათლად. მე ვფიქრობ, ასეც უნდა ყოფილიყო. ახლა ერთმანეთის ჯინაზე საქმის გადაწყვეტა, არ წაადგება არც საარჩევნო პროცესს და არც ქვეყანას. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე არჩევნების თარიღზე. ცნობისთვის, დღეს პრემიერმა არჩევნების შესახებ განკარგულება პრეზიდენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნა და სთხოვა, დოკუმენტი კონტრასიგნაციისთვის ივლისში გამოუგზავნოს. პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ახალ აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს. მისი თქმით, "თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მზად ვარ, შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან".

კომენტარები