არჩევნები 2016

კობახიძე: უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს პრემიერის შეთავაზება გაეზიარებინა

უმჯობესი იქნებოდა, ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო ორაზროვნება და პრემიერის შეთავაზება ყოფილიყო გაზიარებული [პრეზიდენტის მხრიდან], ვინაიდან რაც უფრო ადრე დაიწყება საარჩევნო კამპანია, ბუნებრივია, იქ თავად ბიუჯეტსაც უფრო მეტი ხარჯები აქვს. გამომდინარე საარჩევნო კომისიის წევრების დაფინანსებიდან და მთელი რიგი სხვა საკითხებიდან, ამიტომ ალბათ ესეც გასათვალისწინებელი იყო, თუმცა როცა არ უნდა გამოქვეყნდეს ეს აქტი და როცა არ უნდა შევიდეს ძალაში, ბუნებრივია, ჩვენ - სახელმწიფო და ხელისუფლება ვართ ვალდებული, ეს კამპანია ვაწარმოოთ კანონის ფარგლებში.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე არჩევნების თარიღზე. ცნობისთვის, დღეს პრემიერმა პრეზიდენტს განკარგულება შენიშვნებით უკან დაუბრუნა და სთხოვა, დოკუმენტი კონტრასიგნაციისთვის ივლისში გამოუგზავნოს. პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ახალ აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს.

კომენტარები