რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ხომალდ "დონალდ კუკს", ამ კვირაში მინიმუმ 30-ჯერ საკმაოდ ახლო მანძილზე გადაუფრინეს.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსული ავიაგამანადგურებლის არაპროფესიონალური და სახიფათო მანევრების გამო. მსგავსმა ქმედებებმა შესაძლოა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გააღრმაოს", - აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებისვე ცნობით, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა "დონალდ კუკის" ხომალდს ძალიან ახლოს სამშაბათს საღამოს ჩაუფრინა. ამ კონკრეტულ, სამშაბათის ინციდენტს სამინისტრო "სიმულირებულ თავდასხმას" უწოდებს.
აშშ-ის წარმომადგენლებმა შესაბამისი ვიდეომასალაც გაავრცელეს.