არჩევნები 2016

პრეზიდენტი: ახალ აქტს მაისში გამოვცემ, საარჩევნო კამპანია 5 თვით ადრე დაიწყება

რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვასიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა - მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე, შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად, მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ, შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან.

ინტერპრესნიუსის ცნობით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, დღეს პრემიერმა პრეზიდენტს განკარგულება შენიშვნებით უკან დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, არჩევნების თარიღი ისეთ დროს წარადგინოს, რომ "გამოქვეყნება დაემთხვეს 8 ივლისს, რათა 3 თვე იყოს წინაასარჩევნო პერიოდის ვადა".

კომენტარები