ნიშნიანიძე: სამთვიანი წინასაარჩევნო კამპანია წინგადადგმული ნაბიჯია

ძირითადში იყო ორი თვე, მე რამდენადაც მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდი. ახლა სამი თვეა ანუ წინგადადგმული ნაბიჯია. თანაც ვიცით ექვსი თვით ადრე, რომ არჩევნები რვა ოქტომბერს ჩატარდება. მართალი გითხრათ, მე ველოდი ასეთ არგუმენტირებულ პასუხს, რომელიც პრემიერმინისტრმა გააკეთა. ჩვენ ამაზე საუბარიც კი გვქონდა და დაახლოებით ვიცოდით, რომ სამი თვე იქნებოდა ვადა არჩევნებამდე, როდესაც უკვე საბოლოოდ გამოცხადდება და დაიწყება წინასაარჩევნო პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ ნორმალურია. პრემიერთანაც ითქვა ეს და ძალიან ნორმალური თარიღია.

ქართული ოცნების დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, დღეს პრემიერმა პრეზიდენტს განკარგულება შენიშვნებით უკან დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, არჩევნების თარიღი ისეთ დროს წარადგინოს, რომ "გამოქვეყნება დაემთხვეს 8 ივლისს, რათა 3 თვე იყოს წინაასარჩევნო პერიოდის ვადა".

კომენტარები