კარგი იქნებოდა, თუკი ის მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპაში (და რომელთაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მთელი კრებისწინა მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში), გაგზავნიდნენ შეტყობინებას თბილისში, რომ რაც არ უნდა ტყვეობაში იმყოფებოდეს რომელიმე ეკლესია ფუნდამენტალისტური წრეებისა, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყანის შუასაუკუნეებში დაბრუნება, მაინც არ არის ძმური საქციელი მძევლად იყოლიო 13 ეკლესია და 300 მილიონ მორწმუნეზე მეტი
tbl.ge/xp2
დაკოპირდა
კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დიდი პროტოპრესვიტერი, გიორგი ცეცისი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ზაფხულში დაგეგმილი დიდი და წმიდა კრების "ძირის გამოთხრის" მცდელობაში ადანაშაულებს. მამა გიორგი საეკლესიო ამბების სააგენტო „Amen.gr"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების "ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია". კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით, შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ისევე როგორც ყველა ეკლესია) აქვს ვეტოს უფლება, რისი მეშვეობითაც, პროტოპრესვიტერის განცხადებით, მას "მძევლად აჰყავს 13 ეკლესია და 300 მილიონ [მართლმადიდებელ] მორწმუნეზე მეტი"
ამავე თემაზე
- საპატრიარქო: კრეტის კრებაზე დასკვნების გასაკეთებლად ოქმების მიღებას ველოდებით
- კრება არ აღიარებს სამოქალაქო ქორწინებას და მას "თანაცხოვრებად" მოიხსენიებს
- კრება: არამართლმადიდებელთან ქორწინება იკრძალება, არაქრისტიანთან კატეგორიულად
- პაპი კრეტის კრებაზე: ბავშვები ჯერ კატებივით მოძრაობენ, შემდეგ დგამენ ნაბიჯს
- კრეტის კრება: ეკლესია არ ცდილობს გააკონტროლოს სამეცნიერო კვლევები