დიდი და წმიდა კრება 2016

კონსტანტინოპოლი: ქართველმა მამებმა სული ამოგვხადეს, სანამ თავისას არ მიაღწიეს

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველი მღვდელმთავრები და მღვდლები – სწორედ ისინი, ვინც თან ახლდნენ საქართველოს უნეტარეს პატრიარქ ილია II-ს მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლთა ამასწინანდელ შეხვედრაზე ჟენევაში (21-28 იანვარი 2016) – აქტიურად მონაწილეობდნენ საგანგებო კომისიის სხდომებში, რომელსაც, მართლმადიდებელ წინამძღოლთა 2014 წლის გადაწყვეტილებით, დავალებული ჰქონდა წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი დოკუმენტების გადახედვა და რედაქტირება. ისინი ასევე ძალზედ აქტიურობდნენ V კრებისწინა საერთომართლმადიდებლური შეკრების მსვლელობისას 2015 წლის ოქტომბერში, სადაც, როგორც იტყვიან, "სული ამოგვხადეს", სანამ არ მიაღწიეს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში შესულიყო არაერთი ცვლილება მათი პოზიციების ამსახველი მოსაზრებებიდან, რაც მათ მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიაჩნდათ

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დიდი პროტოპრესვიტერი, გიორგი ცეცისი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ზაფხულში დაგეგმილი დიდი და წმიდა კრების "ძირის გამოთხრის" მცდელობაში ადანაშაულებს. მამა გიორგი საეკლესიო ამბების სააგენტო „Amen.gr"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების "ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელი და ჩიხში შემყვანია". კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით, შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ისევე როგორც ყველა ეკლესია) აქვს ვეტოს უფლება, რისი მეშვეობითაც, პროტოპრესვიტერის განცხადებით, მას "მძევლად აჰყავს 13 ეკლესია და 300 მილიონ [მართლმადიდებელ] მორწმუნეზე მეტი"

კომენტარები