NDI-ის ანგარიში

ნამჩავაძე "კვირიკაშვილის ეფექტზე": ამას ღარიბაშვილის წასვლის ეფექტს დავარქმევდი

მე ამას დავარქმევდი უფრო ღარიბაშვილის წასვლის ეფექტს, ვიდრე კვირიკაშვილის მოსვლის ეფექტს, რადგან მის ფონზე შეიძლება, რაღაც პოზიტიური მოლოდინი გაჩენილიყო. მაგრამ ეს მაინც დაპირებებზე გაჩენილი ნდობა უნდა ყოფილიყო. თუმცა, განცხადებებს თუ შევადარებთ, კვირიკაშვილს უფრო სწორი განცხადებები ჰქონდა, ვიდრე ღარიბაშვილს. ვეთანხმები ქალბატონს [თამარ ჩხეიძეს[ შეიძლება, ერთ-ერთი ის აღქმაც იყოს, რომ მოსახლეობამ იცის - ივანიშვილი მართავს ქვეყანას და შეიძლება, გვარების შეცვლით ბევრი რამე არ შეცვლილიყო. მეორე, უნდა ვნახოთ საქმეში - ერთადერთი, რაც კარგი გააკეთა, კი ბატონო, ვიზები გაუქმდა ირანთან, მე ვფიქრობ, ღარიბაშვილი რომ დარჩენილიყო, ეს არ მოხდებოდა. იგივე, მოგების გადასახადის შეცვლა გადავადდა, სხვა ისეთი ხელშესახები არაფერი არ მახსენდება... გასაოცარი არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ, გააკეთა ის, რასაც ღარიბაშვილი არ აკეთებდა, ამიტომ დავარქმმევდი უფრო ღარიბაშვილის წასვლის ეფექტს.

 

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში NDI-ის კვლევების შესახებ, კითხვაზე - რატომ არ იმუშავა "გიორგი კვირიკაშვილის ეფექტმა" ეკონომიკური მიმართულებით.

კომენტარები