NDI-ის ანგარიში

ჯავახიშვილი: სამი საუკუნის მერეც იტყვის საზოგადოება, რომ მეტია გასაკეთებელი

ასი წლის მერეც, სამი საუკუნის მერეც, საზოგადოებას ექნება იმის საფუძველი, თქვას, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი და ზუსტად ამას იტყვის მომავალი ხელისუფლებაც. იმიტომ, რომ შეუძლებელია, რომელიმე ეტაპზე საზოგადოების განვითარება შეჩერდეს. განვითარება ნიშნავს ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას. საზოგადობა აბსოლუტურად მართლია და ყოველთვის მართალი იქნება. ვერ ნახავთ ვერცერთ ნორმალურ ხელისუფალს, რომელიც იტყვის, რომ "არა ბატონო, ყველაფერი გაკეთებულია, ახლა უნდა წამოვწვეთ მხარ-თეძოზეო". სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ შეიძლება, ცოტათი გადაჭარბებულია ეს ციფრები, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრია დაუსაქმებელი. 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი NDI-ის კვლევაზე.

კომენტარები