NDI-ის ანგარიში

დოლიძე: NDI-ის გამოკითხვის ეკონომიკური პასაჟი არის აბსოლუტურად ლოგიკური

ვფიქრობ, რაც ამ გამოკითხვის ეკონომიკური პასაჟი იყო, არის აბსოლუტურად ლოგიკური, რამეთუ ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, შესაძლოა გაუარესდა კიდეც, როგორც საშინაო თუ საგარეო, ასევე ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გათვალისწინებით. ლარის გაუფასურებამ, ფასების მატებამ, ვერანაირი, გარდა ცუდისა, ასახვა ვერ ჰპოვა ჩვენს მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, პენსიონერებზე, ახალგაზრდებზე, სოციალურად დაცუვველებზე, იქიდან გამომდინარე, რომ არავითარი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა იმ მხრივ, რომ თვისობრივად გაუმჯობესებულიყო მათი საცხოვრებელი ან ყოფითი პირობები. ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა. არ ვიცი, 1-დან 3%-მდე რომელი გრძნობს თავს ბედნიერად და როგორ მოახერხა ამ პერიოდში გამდიდრება. ერთი ვიცი, რომ თუ დააკვირდებით, საქართველოში არ იზრდება მდიდარი ხალხის და საშუალო ფენის რაოდენობა. იგივე ხალხი შოულობს ფულს. ინვესტიციები ნაკლები იდება, ეკონომიკური გარემო არ გაუმჯობესებულა და საინვესტიციო ფონიც, აქედან გამომდინარე, არ არის სტაბილური და, ბუნებრივია, ვერ იქნება, სანამ სოციალური ფონის სტაბილურობა არ მოხდება ქვეყნის შიგნით. ამიტომ ეს არის დიდი პრობლემა. მაქსიმალური ყურადღება მთავრობამ უნდა დაუთმოს ამ საკითხს.

თავისუფალი დემოკრატი ვიქტორ დოლიძე NDI-ის კვლევაზე.

კომენტარები