NDI-ის ანგარიში

NDI: ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული საკითხების სამეულში ისევ არ არის

2015 წლის მსგავსად, ტერიტორიული მთლიანობა არც NDI-ის უახლეს კვლევაში არ არის მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების სამეულში. ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების სამეულში პირველად 2015 წლის მაისში ვერ მოხვდა. ის ფასების ზრდამ ჩაანაცვლა. წელს კი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და მისი ადგილი პენსიების პრობლემამ დაიკავა.

ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის 2011 წლამდე მეორე ადგილს იკავებდა (45-48%), ხოლო 2015 წლამდე - მესამეს (30-40%). 2015 წელს საკითხმა მეოთხე ადგილზე (27%) გადაინაცვლა, ხოლო 2016 წლის მარტის კვლევის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობა მეხუთე ადგილზეა (23%).

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. 

კომენტარები