9 აპრილის ტრაგედია

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად 54 300 ლარი გამოყო

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
Levan Gokadze / Wikipedia

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ოჯასებსა და დაზარალებულების დასახმარებლად 54 300 ლარი გამოიყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა. 

"პრეზიდენტის ინიციატივით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 55 ათას ლარამდე თანხა, რომელიც გადაეცემა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებულ თითოეულ მოქალაქეს და ამავდროულად  გარდაცვლილთა ოჯახებს." - ამბობს აბაშიშვილი.

 

 

 

კომენტარები