9 აპრილის ტრაგედია

ბაქრაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ დადგეს ეჭვქვეშ ჩვენი თავისუფლება

9 აპრილი იყო უდიდესი ტკივილი  ჩემი თაობისთვის და  მთელი მაშინდელი საქართველოსთვის, მაგრამ ამ ტკივილში დაიბადა ახალი ქართული საზოგადოება, ამ ტკივილში დაიბადა ჩვენი თავისუფლება და ახალი საქართველო. ამიტომ დღეს ვალდებულები ვართ იმ ტკივილის გასახსენებლად, იმ ათასობით ანთებული სანთლის, ქართული სისხლის, ქართული სულის გასახსენებლად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარასოდეს აღარ დადგეს ეჭვისქვეშ ჩვენი თავისუფლება და ჩვენ ვიყოთ პირნათელი იმ გმირების სულების წინაშე ვინც საკუთარი სიცოცხლე აი ამ ადგილას გაწირა ჩვენი დღევანდელი თავისუფლების და ჩვენი უკეთესი  მომავლისთვის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე, 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ, 9 აპრილის მემორიალთან.

კომენტარები