9 აპრილი არის თავგანწირვის მაგალითი, ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელებით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას. განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ შესაძლოა თუნდაც შენზე ბევრად ძლიერ ძალას აღუდგე სიმტკიცით და ვაჟკაცობით. 9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად, ისტორიად იმ ახალგაზრდების გმირობისა, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს. საქართველო არასდროს დაივიწყებს მათ ხსოვნას
tbl.ge/ivz
დაკოპირდა

საქართველოს პრემირმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან.
ამავე თემაზე
- კალაძე: უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო
- ოცნების მიერ რეალობის გამრუდების მცდელობა შემაშფოთებელია – გახარია საქართველოსთვის
- უცხო ძალები მოქმედებენ იგივე მეთოდებით, როგორც მოქმედებდა საბჭოთა "კაგებე" – კობახიძე
- პაპუაშვილი: როდიონოვის ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე ადამიანებმა ჩაანაცვლეს
- ზურაბიშვილი: 9 აპრილი სასტიკი დარბევის დღეა, რუსები იყვნენ ის ჯარისკაცები, არა "უცხო ძალა"




