ცვლილებები პედაგოგთა საგნობრივ გამოცდებში

ივლისიდან პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები ახალი ფორმატით გაიმართება

მიმდინარე წლის ივლისში პედაგოგთა საგნობრივი გამოცდები ახალი ფორმატით გაიმართება, პედაგოგები სწავლების მეთოდიკის საკითხებს, რომელიც ტესტის დაახლოებით 30%-ს შეადგენდა, არ ჩააბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფო დოლიძემ ლიბერალთან საუბარში აღნიშნა, ცვლილების თანახმად, პედაგოგები ჯერ შესაბამის ცოდნას მიიღებენ სწავლების მეთოდიკის შესახებ, შემოწმება კი შემდგომში მოხდება.  

ლიბერალის ცნობით, პირებს, რომელთაც მასწავლებლის პროფესიის დაწყება სურთ, საშუალება ექნებათ, მომზადების ერთწლიანი პროგრამები გაიარონ, რის შემდეგაც ისინი სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

ლიბერალის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აკრედიტირებულია 13 უნივერსიტეტის პროგრამა, სადაც მიღება ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

რაც შეეხება დაფინანსებას, ლიბერალის ცნობით, ამის თაობაზე სახელმწიფო კვოტებს გამოაცხადებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს სერთიფიკატს, რომელიც მას მასწავლებლობის უფლებას მისცემს.

კომენტარები