საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

კობახიძე თოფაძეზე: ბატონ გოგის განცხადებაში რაიმე ჰომოფობიური არ ყოფილა

ტაბულა

ბატონმა გოგიმ გამოთქვა თავისი აზრი და ვფიქრობ აქ რაიმე ჰომოფობიური არ ყოფილა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მრეწველთა ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებას ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე. 

კობახიძის თქმით, თუ კანონპროექტს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნა, საკითხი რეფერენდუმის თაობაზე დადგება.

"ბატონმა გოგიმ გამოთქვა თავისი აზრი, მას უფლება აქვს, გამოთქვას თავისი აზრი, როგორც ის თვლის ამას საჭიროდ და უფლება აქვს, რაღაც მოწონდეს, ან არ მოწონდეს. მან ეს აზრი გამოთქვა და ვფიქრობ აქ რაიმე ჰომოფობიური არ ყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ არ ექნა საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა კანონპროექტს, ბუნებრივია, დგება საკითხი რეფერენდუმის თაობაზე და საზოგადოებაშიც, როცა ჩვენ მათ ვხვდებით, მათ მიერაც არის გამოთქმული ეს აზრი", - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები