ენმ: უნდა შევძლოთ არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსესუსს უნდა მიაღწიონ და "არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში მივიღოთ არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემა."
 
"გვესმის, რომ ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელია", - წერია განცხადებაში.
 

კომენტარები