ტყემალაძე: GAZPROM-თან მოლაპარაკებებზე ოპოზიციამ ანერვიულა მოსახლეობა

ოპოზიციამ ანერვიულა მოსახლეობა, მე თუ მკითხავთ, იმიტომ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს, არასდროს არ უთქვამს და არ გამოუთქვამს რაიმე ეჭვი ამასთან დაკავშირებით. იგი ყოველთვის საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნა რუსული მხარიდან ანუ გაზპრომიდან იყო ასეთი, მაგრამ ამასაც იძახდა, რომ ჩვენ გვინდა, დარჩეს ძველი მოდელი. ბატონი კახის სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად გაართვეს მოლაპარაკებებს თავი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე. ცნობისთვის, Gazprom-მა საქართველოს მოთხოვნების დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი კონტრაქტით უცვლელი დარჩება რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ტარიფი, რის შედეგადაც საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს უსასყიდლოდ მიიღებს.

კომენტარები