რეკლამა

Balvenie-ს ბრენდ ამბასადორი ხელნაკეთი ვისკის წარმოების პროცესებზე გვიამბობს

The Balvenie

GD Alco მომხმარებლების და B2B პარტნიორებისთვის, ხარისხიანი სასმელების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ხშირად სხვადასხვა ბრენდის შესახებ პრეზენტაციებს და ტრენინგებს ატარებს. კომპანიამ მარტში თბილისში შოტლანდიური ვისკის — Balvenie-ს ბრენდ-ამბასადორი — დიმიტრი ჩერკაშინი მოიწვია, რომელმაც გვიამბო, რით განასხვავდება Balvenie-ს წარმოების პროცესები სხვა ვისკის წარმოებისგან და რატომ აქვს ზოგიერთ ვისკის ბოლის გემო.

Balvenie — უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი ვისკი

დღეს შოტლანდიის ტერიტორიაზე 80 ქარხანაა, რომლებიც ტკბილი არომატის მქონე (არა შებოლილი) ვისკის აწარმოებენ. ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთში, ანუ Highland-ში, მდინარე სპეის ხეობაში, მთელ მსოფლიოში single malt-ების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი 50 ქარხანა მდებარეობს. მათ შორის ყველაზე დიდი Glenfiddich-ია, მის მახლობლად კი 120 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე Balvenie. ორივე ქარხანა უილიამ გრანტის შთამომავლების საოჯახო ბიზნესის — William Grant & Sons-ის მფლობელობაშია.

ვისკი Balvenie ყველაზე მაღალი ხარისხის ოსტატობით დამზადებული ხელნაკეთი პროდუქტია და ამიტომაც ასოციაციურად ხშირად როლს-როისს ადარებენ — Balvenie-ს ქარხანა მსოფლიოში ერთადერთია, სადაც ვისკის წარმოების სრული ციკლი შეინარჩუნეს: უილიამ გრანტის შთამომავლებმა დამფუძნებლის პატივსაცემად იქ უძველესი ტრადიციების შემონახვა გადაწყვიტეს. ადრე ვისკის ყველა ერთნაირი გზებით ამზადებდა, ბოლო 100 წლის განმავლობაში კი როგორც სასმელის არომატი, გემო და ფერი, ასევე დამზადების ტექნოლოგიებიც საგრძნობლად შეიცვალა.

Balvenie-ს დისტილერის ისტორია

სანამ საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა, უილიამ გრანტი Mortlach-ის დისტილერიში 20 წელი ბუღალტრად მუშაობდა. როდესაც საკმარისი კაპიტალი დააგროვა, 1886 წელს დაფთაუნში, მდინარე ფიდიკის ხეობაში მიწის ნაკვეთი და დისტილერისთვის საჭირო დანადგარები შეისყიდა. ოჯახის წევრების დახმარებით, 1 წელიწადში ვისკის მწარმოებელი ქარხანა — Glenfiddich-ი ააშენა და 1887 წლის შობას, 25 დეკემბერს, პირველი ბოთლიც ჩამოასხა. Glenfiddich-ის სპირტი ძალიან მარალი ხარისხის პროდუქტი იყო, რომელსაც გრანტი უმსხვილეს ვისკის მწარმოებელსა და დისტრიბუტორზე — Pattison Limited-ზე კუპაჟებისთვის ყიდდა. მასალის უმაღლეს ხარისხს მდინარე ფიდიკის წყალიც განაპირობებდა, რაც მალე კონკურენტებისთვისაც ცნობილი გახდა და ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გრანტის დისტილერის მახლობლად მიწის ყიდვა და თავისი ქარხნის აშენება გადაწყვიტა.

მოუხედავად იმისა, რომ კონკურენტი მიწას სხვა მდინარის ხეობაში ყიდულობდა, გრანტს მაინც არ სურდა თავის სიახლოვეში სხვისი დისტილერის არსებობა და ამიტომაც მიწა, Balvenie-ს სახლთან ერთად, თავად შეისყიდა. სახლის მახლობლად მე-13 საუკუნეში აგებული, იმ დროისთვის უკვე ნახევრად დანგრეული ციხესიმაგრეც იყო, რომელიც ადრე შოტლანდიის მეფეებს ეკუთნოდათ. ერთ-ერთმა მფლობელმა — იაკობმა ციხე-სიმაგრე რომანტიკული პირობით გაყიდა: ახალი მფლობელის მეუღლეს მისთვის ყოველ წელს წითელი ვარდი უნდა გაეგზავნა და სწორედ აქედან გაჩდა ვარდის გამოსახულება Balvenie-ს ეტიკეტზე. ასე შეიქმნა 1892 წელს ახალი დისტილერი — Balvenie.

Balvenie-ს უნიკალური წარმოება

დღეს შოტლანიაში არსებლი კანონის მიხედვით, ვისკი მხოლოდ ალაოსგან უნდა იყოს დამზადებული, თუმცა, კანონი არაფერს ამბობს იმის შესახებ, საიდან უნდა იყოს ეს ნედლეული მოტანილი. Balvenie ერთადერთი ქარხანაა, რომელსაც ქერი თავად მოჰყავს, პროცესი კი ასეთია: ქერის ალაოში არსებული კრახმალი, სპეციალური მეთოდებით, შაქარად გარდაიქმნება, რომლის ბაზაზეც სპირტი მზადდება. ეს პროცესი ადგილობრივად მხოლოდ Balvenie-ს ქარხანაში მიმდინარეობს — დანარჩენ მწარმოებლებს საჭირო ნედლეული მზა სახით მიეწოდებათ. საწყის ეტაპზე ქერს სპეციალურ, წყლით სავსე ავზებში ყრიან, სადაც მცენარის ყვავილობა დაჩქარებული მეთოდებით ხდება. შემდეგ, 7 დღის განმავლობაში ბეტონზე ათავსებენ და ამუშავებენ. იმისათვის, რომ მიღებული პროდუქტი გამოაშრონ, Balvenie უძველეს ღუმელს იყენებს: 2-სართულიანი ნაგებობის ბეტონით ნაშენ მე-2 სართულზე ქერს ყრიან, პირველი სართული კი ნახშირის ღუმელს წარმოადგენს, რომელიც ნედლეულს აშრობს.

რატომ აქვს ზოგიერთ ვისკის ბოლის გემო?

სწორედ იმის გამო, რომ ქერის გამოშრობა ნახშირის მეშვეობით ხდება და არა ტორფით, მიღებულ სასმელს მოტკბო გემო აქვს. 100 წლის წინ, ვისკის სხვა სახეობების მსგავსად, Balvenie-ც შებოლილი იყო. მოტკბო არომატის ვისკის შექმნა ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთში რკინიგზის გაყვანას უკავშირდება, როდესაც რეგიონში ინგლისიდან ნახშირის შეტანა დაიწყო. შოტლანდიის პატარა კუნძულებზე კი, highland-ისგან აგნსხვავებით, ეს ტექნოლოგია არ დამკვიდრდა და იქ დღემდე შებოლილი ვისკი კეთდება.


ფოტო: The Balvenie

კომენტარები