არჩევნები 2016

მეჭიაური: არჩევნების თარიღის გადაწევა ალბათ ჯობდა - ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით

პრეზიდენტის პრეროგატივაა არჩევნების დანიშვნა. მთავრობას და პრეზიდენტს, ალბათ, ჰქონდათ კონსულტაციები და მათ თარიღი განსაზღვრეს. ნახევრად ხუმრობით ვიტყვი - თარიღის ცოტა იქით გადაწევა, ალბათ, ყველას გვაწყობდა. გარანტირებული მოხვედრა მომავალ პარლამენტში არავის გვაქვს ერთი-ორი კაცის გარდა, გამომდინარე აქედან, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით. ასე რომ, ამ კუთხით შეიძლება ოპოზიციას დავეთანხმო, რომ ცოტა იქით გადაწევა ჯობდა. მარტო ისინი არ დაზარალებულან ამით.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები