ვიზალიბერალიზაცია

თეა წულუკიანი: ევროკომისარი საქართველოს კარგი ამბით ეწვია

facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის დიმიტრის ავრამოპულოსის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა, რის გამოც ქვეყანისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ევროპარლამენტი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაუჭერს მხარს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ეს ქვეყნისთვის კარგი სიახლე იქნება.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა.მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიტიური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ რეფორმებისთვის. გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიში დადებითად აფასებდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს და იმას, რომ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში."- ამბობს დიმიტრის ავრამოპულოსი. 

"როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ ერთად ვიყავით ბრიუსელში ევროკომისართან შესახვედრად, მაშინ ბატონმა ავრამოპულოსმა ბრძანა, რომ მაშინ ჩამოვა საქართველოში, როცა ჩვენთვის კარგი ამბები ექნება. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკომისარი ნამდვილად კარგი ამბით გვესტუმრა." - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მომდევნო კვირიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვები დაიწყება როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში.

კომენტარები