მთიანი ყარაბაღი

მთიან ყარაბაღში ვითარება დაძაბულია

massispost.com

წუხელ ღამით მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა. 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში ინტენსიური სროლები მიმდინარეობდა.

კონფლიქტის ესკალაციაში აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით.

აზერბაიჯანის ცნობით კი მათი შეიარაღებული ძალები თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მეორე მხრიდან მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და არტილერიის გამოყენების შედეგად, დაზარალდა მიმდებარე დასახლებები.

აზერბაიჯანში კატეგორიულად უარყოფენ სომხეთის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სომხეთის ძალებმა აზერბაიჯანის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მედია საუბრობს მსხვერპლზე, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

 

კომენტარები