რესპუბლიკური პარტია კოალიციაში

ბერძენიშვილი: ჩვენ მრეწველებზე გაცილებით სერიოზულ პარტიად მიგვაჩნია თავი

რესპუბლიკური პარტია არ განიხილავს კოალიციიდან გასვლას, რჩება, არ გადის - არ ვიცი, რა ენაზე ვთქვა. კოალიცია მივა არჩევნებამდე ჩვეულებრივ, როგორც მიდის ხოლმე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენ მხოლოდ ვიმსჯელეთ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე - განიხილებოდა კოალიციასთან, დამოუკიდებლად თუ სხვა პარტიასთან ერთად. არა მგონია, რესპუბლიკური პარტიის რომელიმე ნაბიჯი რამენაირად ოდესმე დაკავშირებული იყოს ისეთ პარტიასთან, როგორიც არიან მრეწველები. მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზულ პარტიად მიგვაჩნია საკუთარი თავი. კოალიციას თუ ეყოლება მრეწველები, ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის.

ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი ლევან ბერძენიშვილი.

კომენტარები