სამი წლის განმავლობაში, ყველამ დაინახა, რომ ბატონი მეჭიაური არის ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ხმა პარლამენტში და მის მიერ გამოხატული პოზიციები არის სწორედ ივანიშვილის პოზიციები. ის, რაზეც მან ისაუბრა, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ცდილობს, ხელისუფლება შეინარჩუნოს სწორედ ასეთი ბინძური მეთოდებით - პირად ცხოვრებაში ჩარევით. ეს არის მისი სტილი, მისი მიდგომა, რომელშიც ჩამოუყალიბდა ჯერ კიდევ რუსეთში - ასე ებრძოდა კონკურენტებს მაშინ რუსეთში და ამავე მეთოდის გამოყენებას ცდილობს საქართველოშიც. მე მგონი, კითხვები აღარავის ებადება იმასთან დაკავშირებით, ვინ გამოაქვეყნა ეს კადრები, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალიან ფართოდ გავრცელდა. ეს არის ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, ამით ზემოქმედება მოახდინოს და შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამაზე საუბრობს სწორედ მეჭიაური.
tbl.ge/9bg
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკო მინაშვილი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. მეჭიაურმა გუშინ თქვა, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ჩანაწერები არსებობობს, უნდა გადადგნენ.
ამავე თემაზე
- შსს: ბესელიას პირადი კადრები სომხეთის ციხიდან პატიმარმა ატვირთა
- სააკაშვილი: შეიძლება, ვიღაც იღებდა პირად კადრებს, მე რავიცი, თუ ვიღაცა რაღაცას ჩათლახობს
- ომბუდსმენი: სანამ არ გვიპასუხებენ, ვინ შექმნა კადრები, მანამ იქნება კითხვა პოლიტ. მოტივებზე
- ბახტაძე კადრების გავრცელებაზე: კიბერდანაშაულთან ბრძოლა განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ
- ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს