ბიძინა ივანიშვილი

მინისტრის მრჩეველი: ივანიშვილი არ იმსახურებს, რომ ქვეყანამ ერთი ხე აჩუქოს?

მართლა გულწრფელად ვსვამ ამ კითხვას ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. ხაზს ვუსვამ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე.
ადამიანმა რომელმაც: ააშენა სამების ტაძარი, გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა თსუ-ს 1 კორპუსი. გაარემონტა კონსერვატორია, გაარემონტა სამხატვრო აკადემია, გაარემონტა პირველი კლასიკური გიმნაზია, აშენებს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ააშენა ფრანგული სკოლა, საქართველოში ააშენა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა 36 სკოლა, აღადგინა და რესტავრაცია ჩაუტარა 534 ტაძარს და ძეგლს. მოახდინა ჯანსულ კახიძის მუსიკალური ცენტრის სრული რეკონსტრუქცია, ოპერისა და ბალეტის თეატრის სრული რეკონსტრუქცია, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია), შოთა რუსთაველის თეატრის სრული რეკონსტრუქცია, მარჯანიშვილის თეატრის სრული რეკონსტრუქცია, გრიბოედოვის თეატრის სრული რეკონსტრუქცია, თავისუფალი თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი, თუმანიშვილის თეატრი, მარიონეტების თეატრი, მუსიკისა და დრამის თეატრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი, დააფინანსა 20-ზე მეტი მუსიკალური ანსამბლი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბოტანიკური ბაღი, 2004-2007 წლებში იხდიდა მინისტრების და ა.შ. პირების ხელფასებს, ქართული ჯარის ყაზარმების რემონტს და ხელფასებს, საპატრულო პოლიციის სრულ ეკიპირებას და ხელფასებს. ადამიანმა, რომელმაც ეს ყველაფერი გაუკეთა საკუთარ ქვეყანას, ჩვენს საქართველოს და ქართველ ხალხს, როგორც მინიმუმ იმის ღირსი არ არის, რომ თუნდაც ეს იყოს უბრალო ჰობი და მეტი არაფერი ერთი ხე, ხაზს ვუსვამ ერთი ხე მაინც ვაჩუქოთ? როდესაც ადამიანმა პრაქტიკულად ისტორია გადაგვირჩინა? აღარაფერს ვამბობ მანიაკალური რეჟიმის დამთავრებაზე და ა.შ. უბრალოდ წმინდა ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე ადამიანი, რომელიც ამდენ რამეს გაუკეთებს ქვეყანას და ხალხს ის იმის ღირსი არ არის, რომ როგორც მინიმუმ თუნდაც ჰობის გამო და ა.შ. ერთი ხე რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს უბრალოდ აჩუქოს ქვეყანამ როგორც მინიმუმ მადლობის ნიშნად? არ გრცხვენიათ? მე ვამბობ მადლობას !!!

განათლების მინისტრის მრჩეველი ოთო აბესაძე facebook-ში წერს.

კომენტარები