თბილისის მერია

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მუშაობა დროებით შეიზღუდება

http://hotels.ltd.ge/

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მუშაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, საბაგიროს ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით, სავალდებულოა გარკვეული ტექნოლოგიური პროცესებისა და გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარება.

"ეს დადგენილია საბაგირო გზის მწარმოებელი კომპანია ლაიტნერის მიერ. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით და 11 აპრილს რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები