ავიაკატასტროფა როსტოვში

საქართველოს პრემიერმინისტრი როსტოვში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი როსტოვში, ავიაკატასტროფის დროს დაღუპოულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. თანავუგრძნობ რუს ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს" - აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

დონის როსტოვის აეროპორტში დაშვების მცდელობისას თვითმფრინავი ბოინგ-737აფეთქდა. როგორც РИА Новости წერს, დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ბორტზე 62 ადამიანი იყო - 55 მგზავრი, მათ შორის 4 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი.

დაღუპულთა სია МЧС-მა უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ 5 ადამიანი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე. რაც შეეხება ლაინერის ეკიპაჟს, ოფიციალური ინფორმაციით, ის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგებოდა და მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა.

ავიაკომპანია Fly Dubai-ის ლაინერი რეისს დუბაიდან დონის როსტოვამდე ასრულდებდა და კატატროფა აეროპორტის ასაფრენ ზოლთან, მოსკოვი დროით 03:40 საათზე განიცადა. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი დაჯდომის მეორე მცდელობაზე, მიწასთან შეხებისთანავე აფეთქდა.

კომენტარები