ავიაკატასტროფა როსტოვში

საქართველოს პრეზიდენტი როსტოვში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტი როსტოვში, ავოაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ როსტოვში კომპანია flydubai-ის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში" - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დონის როსტოვის აეროპორტში დაშვების მცდელობისას თვითმფრინავი ბოინგ-737 აფეთქდა. როგორც РИА Новости წერს, დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ბორტზე 62 ადამიანი იყო - 55 მგზავრი, მათ შორის 4 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი.

დაღუპულთა სია МЧС-მა უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ 5 ადამიანი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე. რაც შეეხება ლაინერის ეკიპაჟს, ოფიციალური ინფორმაციით, ის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგებოდა და მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა.

ავიაკომპანია Fly Dubai-ის ლაინერი რეისს დუბაიდან დონის როსტოვამდე ასრულდებდა და კატატროფა აეროპორტის ასაფრენ ზოლთან, მოსკოვი დროით 03:40 საათზე განიცადა. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი დაჯდომის მეორე მცდელობაზე, მიწასთან შეხებისთანავე აფეთქდა.

კომენტარები