ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ!

ეს შენ გეხებას წევრებმა ხვალინდელი აქციის შესახებ ლიფლეტები დაარიგეს

ეს შენ გეხება
esshengexeba.ge

ეს შენ გეხებას კამპანიის ფარგლებში, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა ფარული მიყურადების საწინააღმდეგო აქცია ექვს სხვადასხვა ადგილას გამართეს. აქციის ფარგლებში, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ხვალინდელი აქციის შესახებ ლიფლეტები დაურიგეს. 

კამპანია ეს შენ გეხება ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ხვალ, 19 მარტს, 13:00 საათზე გააპროტესტებს. მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყება. 

კომენტარები