დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება ვაკის, სამგორის, დიდუბის, გლდანის, კრწანისის, ისნის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია თელასი შეზღუდვის მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვარაზის ხევის, ატენის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ბაზალეთის, თამარაშვილის, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის და ქუთათელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მე-3 მასივის VI, VII, VIII და IX კვარტლების, აეროდრომის დასახლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს შეუწყდება.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV-ა და IV-ბ მიკრორაიონების, გლდანის VI, VII და VIII მიკრორაიონების, სოფ. გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის, მაისურაძის, მიქატაძის, ხერგიანის და ბუგეულის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში
გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის კოსტავას, გელოვანის, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში კი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის II კვარტლის მცხოვრებლებს.
ხოლო ნაძალადევის რაიონში, ელექტრომომარაგების შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





