საპარტნიორო ფონდი

დავით საგანელიძეს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანლიძეს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საგანელიძეს საპატიო დოქტორის წოდება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, მედიცინის დარგში გაწეული ღვაწლისა და სამედიცინო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის მიანიჭა. აკადემიური საბჭოს სხდომაზე დავით საგანელიძის ინიციატივაზეც გამახვილდა ყურადღება, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წახალისებას ისახავს მიზნად. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენს სტიპენდიას უხდის.

„დავით საგანელიძეს, როგორც ექიმს, საკმაოდ გრძელი და საიტერესო გზა აქვს გავლილი მედიცინის დარგში. დაბრუნება არასდროს არ არის გვიან, თუმცა ის დღეს არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის. სხვათაშორის, დავით საგანელიძე პირველი იყო ვინც ქართულ სამდიცინო  სექორში რევოლუციური ნაბიჯი გადადგა და პირველი კერძო კლინიკა “პულსი“ გახსნა. მისი მიდგომა სამედიცინო სფეროს განვითარების საქმეში კორუფციის აღმოფხვრისთვის მართებული აღმოჩნდა. დღეს განკერძოების პოლიტიკა გრძელდება და არსებული კონკურენცია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების წინაპირობა ხდება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კარგი ტრადიცია არსებობს. იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჩვენი უნივერსიტეტის წინაშე საპატიო დოქტორის წოდებას ვანიჭებთ. სწორედ ერთ–ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ დავით საგანელიძე“-აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

კომენტარები